1 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, შოთა ხიზანიშვილისა და კუდ-ის უფროსის მოადგილის, ვაჟა ლილუაშვილის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ. მათი განცხადებით, დაცვის მხარეს ყველანაირი არგუმენტი აქვს იმისთვის, რომ აღმკვეთი ღონისძიება არასაპატიმრო სასჯელით შეიცვალოს. შოთა ხიზანიშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში და ტექნიკური საშუალებით ინფორმაციის უკანონო მოპოვება-გამოყენებასა და გავრცელებაში ედება. რაც შეეხება ვაჟა ლილუაშვილს, მის წინააღმდეგ საქმე 333-ე მუხლის I ნაწილის, 187-ე, 158-ე, 284-ე და 285-ე მუხლებით არის დაწყებული. დაკავებულებს საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიება გუშინ შეუფარდა. დღესვე გასაჩივრდება საქალაქო სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სოდ-ისა და კუდ-ის დაკავებულ თანამშრომლებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. კუდ-ის უფროს ლევან ქარდავასა და კუდ-ის მთავარი სამმართველოს უფროს გიორგი ყავლაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მათი გირაოს წესით გათავისუფლება უნდა მოხდეს. საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს შევა. დაკავებულებს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში, პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფაში, სხვისი ნივთის დაზიანებაში, კომპიუტერული სისტემისა და მონაცემების უკანონოდ გამოყენებაში ედებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები