პოლიტიკა
დაკავებული მაღალჩინოსნების განაჩენს ხვალ გაასაჩივრებენ
2012-11-18 15:53:35
ჩამოტვირთვა
სოდ-ისა და კუდ-ის მაღალჩინოსნების ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ხვალ გაასაჩივრებენ.
სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელს აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულებს ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში, პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფაში, სხვისი ნივთის დაზიანებაში, კომპიუტერული სისტემისა და მონაცემების უკანონოდ გამოყენებაში ედებათ.
კომენტარები