მსოფლიო
"ნადირობა გრძნეულებზე თავდაცვისა და უსაფრთხოების წრეებში"
2012-11-17 14:59:41
ჩამოტვირთვა
"ნადირობა გრძნეულებზე თავდაცვისა და უსაფრთხოების წრეებში" – სტატიას ამ სათაურით საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით "ლე ფიგარო" აქვეყნებს.
გავლენიანი ფრანგული გამოცემა წერს, რომ თბილისში დღეს რევანშისტული კლიმატია. სტატიის ავტორ იზაბელ ლასერის შეფასებით, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის მიუხედავად, ახალი მთავრობა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პოლიტიკურ თანაცხოვრებაზე უარს ამბობს.
"ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ დაინტერესდა იმ ფაქტით, თუ რატომ რჩება სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტზე. რატომ არის ის კვლავ ხელისუფლებაში? მან არჩევნები წააგო" – ლე ფიგაროს პრემიერის განცხადებას იშველიებს.
სტატიაში ახალი მთავრობის მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების შემცირებაზეცაა საუბარი. ჟურნალისტი წერს, რომ საქართველოში განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების დევნა "ქართული ოცნების" მიერაა ორგანიზებული და შესაძლოა ქვეყანაში უკრაინის სცენარი განმეორდეს, სადაც არჩევნებში ვიქტორ იაუკოვიჩის გამარჯვების შემდეგ ქვეყნის ყოფილი პრემიერ–მინისტრი იულია ტიმოშენკო დააკავეს.
კომენტარები