1 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ფილიპ გორდონი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს

ჩამოტვირთვა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ფილიპ გორდონი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოში აშშ-ის საელჩოდან აცნობეს. "თბილისში ყოფნისას სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონი საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდება, რათა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას, რომ აშშ ერთგულია აშშ–საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების, რაც გამოიხატება საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების, აგრეთვე საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის განუხრელ მხარდაჭერაში", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები