1 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნაცმოძრაობა ახალაიას სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში გადაყვანას აპროტესტებს

ჩამოტვირთვა

ბაჩო ახალაიას გლდანის #8 საპყრობილედან სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში გადაყვანას "ნაციონალური მოძრაობა" აპროტესტებს. ისინი #7 დაწესებულებიდან ახალაიას გადაყვანას ითხოვენ. ამ მოთხოვნით საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარს ხვდებიან. შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დღეს გლდანის #8 საპყრობილიდან #7 მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. ადვოკატების თქმით, მათ ბაჩო ახალაიას გადაყვანის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და მხოლოდ ეტაპირების შემდგომ გაიგეს. ადგილზე დაკავებულის ოჯახის წევრები, მხარდამჭერები და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ #7 დაწესებულებაში ახალაიას გადაყვანა გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ ბაჩო ახალაია იქ უსაფრთხოდ ვერ იქნება. კომენტარი თემაზე სასჯელაღსრულების მინისტრმა გააკეთა და განმარტა, რომ გლდანის #7 საპყრობილეში უსაფრთხოების ზომები მეტად იქნება დაცული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები