1 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რასმუსენი საქართველოს მოქალაქეების კომენტარებს გამოეხმაურა

ჩამოტვირთვა

"მე ვაფასებ აქტიურ დებატებს "ფეისბუქის" გვერდზე, მაგრამ ქართველებს ვთხოვ ერთ ოფიციალურ ენაზე წერონ - ან ფრანგულად, ან ინგლისურად, რადგან ქართულად არ შემიძლია წავიკითხო," - ასე გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ფეისბუქის მის გვერდზე საქართველოს მოქალაქეების მიერ გამართულ აქტიურ დებატებს გუშინ ღამით. "მე ვარ გამოხატვის თავისუფლების სრული მომხრე", - განაცხადა რასმუსენმა. შეგახსენებთ, რომ ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ფეისბუქის გვერდზე საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა საპროტესტო კომენტარები გამოაქვეყნა, ნაწილმა კი მადლობა გადაუხადა მას. ასეთი რეაქცია მოჰყვა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან რასმუსენის განცხადებას, რომლითაც მან შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ბოლო დროს "პოლიტიკური ოპონენტების" დაკავების გამო. მომხმარებლები წერდნენ ინგლისურად, ქართულად. იყო მრავლად არაკორექტული კომენტარებიც, მათ შორის ნატოს გენერალური მდივნის მიმართ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები