1 3 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ახალაია სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში გადაიყვანეს

ჩამოტვირთვა

ბრალდებული ბაჩო ახალაია გლდანის ციხიდან სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში გადაიყვანეს. სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, ახალაიას გადაყვანის მიზეზი მისი უსაფრთხოების დაცვა გახდა. "#7 დაწესებულებაში ახალაიას გადაყვანა უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოხდა. ის გაძლიერებული დაცვის ქვეშ იქნება. ამასთან, ბაჩო ახალაია სამარტოო საკანში განთავსდება და დაწესებულების შესაბამის სართულზე, მის გარდა სხვა პატიმარი არ იქნება ", - განაცხადეს სამინისტროს პრესსამსახურში. "ბაჩო ახალაიას ადვოკატებს ბრალდებულის #7 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. როგორც ცნობილია, სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში ე.წ. კანონიერი ქურდები და მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები არიან მოთავსებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები