პოლიტიკა
ახალაია სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში გადაიყვანეს
2012-11-14 12:54:04
ჩამოტვირთვა
ბრალდებული ბაჩო ახალაია გლდანის ციხიდან სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში გადაიყვანეს. სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, ახალაიას გადაყვანის მიზეზი მისი უსაფრთხოების დაცვა გახდა.
"#7 დაწესებულებაში ახალაიას გადაყვანა უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოხდა. ის გაძლიერებული დაცვის ქვეშ იქნება. ამასთან, ბაჩო ახალაია სამარტოო საკანში განთავსდება და დაწესებულების შესაბამის სართულზე, მის გარდა სხვა პატიმარი არ იქნება ", - განაცხადეს სამინისტროს პრესსამსახურში.
"ბაჩო ახალაიას ადვოკატებს ბრალდებულის #7 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
როგორც ცნობილია, სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში ე.წ. კანონიერი ქურდები და მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები არიან მოთავსებული.
კომენტარები