1 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

იმედს ახალი გენერალური დირექტორი ყავს

ჩამოტვირთვა

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტელეკომპანია "იმედის" გენერალურ დირექტორად ჟურნალისტი რევაზ საყევარიშვილი დაინიშნა. სამეწარმეო რეესტრის დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მისი დანიშვნის გადაწყვეტილება "იმედის" მფლობელი კომპანიის "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის" დირექტორმა ლიანა ჟმოტოვამ 9 ნოემბერს მიიღო. მანამდე ამ პოსტს გიორგი ლომინაძე იკავებდა, რომელიც "იმედს" 2011 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. რევაზ საყევარიშვილი რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტია. ის რამდენიმე თვის განმავლობაში იკავებდა ჟურნალ "Forbes Georgia"-ს მთავარი რედაქტორის პოსტს. 2012 წელს კი გამოცემა დატოვა, რის მიზეზადაც Forbes-ის გამოცემის უფლების მქონე კომპანია "Media Partners"-ის დამფუძნებლის, გაგიკ ეღიზარიანის მხრიდან მის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა დაასახელა. ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის მიერ "იმედის" დაბრუნების შემდეგ, ტელეკომპანიაში რეორგანიზაცია გამოცხადდა. მანამდე ტელეკომპანიას ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი არველაძე ფლობდა. ამჟამად "იმედს" ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი ფლობს, რომლის 90% პატარკაციშვილის ქვრივს, ინა გუდავაძეს ეკუთვნის, დანარჩენი 10% კი მათი ნათესავის, ჯოზეფ ქეის მფლობელობაშია. "იმედის" ამჟამინდელი დირექტორი ბადრი პატარკაციშვილის ქალიშვილი, ლიანა ჟმოტოვა გახლავთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები