პოლიტიკა
რას საუბრობს იური მეჩითოვი მეგრელებზე, გურულებზე და აჭარლებზე?
2012-11-12 18:21:16
ჩამოტვირთვა
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, კულტურის მინისტრის მოადგილე იური მეჩითოვი მიიჩნევს, რომ ქართველებმა რუსეთის იმპერიის სადღეგრძელო ყოველდღე უნდა სვან. ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც მეჩითოვი საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებზე საუბრობს, გურულებს კი აუგად მოიხსენიებს.
გურულებს რაღაც აკლიათ, რაღაც მინერალი. მის სოფელს მამათი ერქვა. მათ უჭირთ საღად აზროვნება. ძალიან პოლიტიზირებულნი არიან. ზოგჯერ ამბობენ, კი გურული ვარ, მაგრამ მომარჩინესო – ეუბნება იური მეჩითოვი უცნობ რუსულენოვან თანამოსაუბრეებს. მეგრელები სხვა ხალხია. სხვათა შორის ძალიან აქტიურები არიან, მამაჩემს 14 წელი მეგრელი საყვარელი ყავდა. მეგრელები ეშმაკები არიან. იციან სამი ენა, მეგრული, ქართული და რუსული. მილიონ ნახევარზე მეტნი არიან. რუსეთის იმპერიაში არ თვლიდნენ მათ ქართველებად. რაც შეეხება აჭარას, ქართველებმა ყოველდღე რუსეთის იმპერიის სადღეგრძელო უნდა სვან, რუსეთმა ორი ომი გადაიტანა თურქეთთან, რომ აჭარა საქართველოს შემადგენლობაში ყოფილიყო.
კომენტარები