1 3 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რასმუსენი საქართველოში დაწყებული დაპატიმრებებით შეშფოთებულია

ჩამოტვირთვა

მე მხარს ვუჭერ არჩევნებსა და ხელისუფლების გადაბარებას, მაგრამ არ დავმალავ, რომ ძალიან შეშფოთებული ვარ იმით, რაც ახლა ხდება საქართველოში, განსაკუთრებით პოლიტიკური ოპონენტების დაკავების გამო. ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ანდერს ფოგ რასმუსენმა ცოტა ხნის წინ პრაღაში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, ნატო განაგრძობს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერას და არ აპირებს ჩაერიოს სამართლებრივ საკითხებში, თუმცა ნატოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ არსებობს სტანდარტები, რომლებსაც პატივი უნდა ვცეთ. არ შეიძლება, რომ სასამართლო პროცესები პოლიტიკურად მოტივირებული იყოს. - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები