1 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნინა ხატისკაცი - ყველა სოფელში უნდა იყოს მოხალისე სახალხო დამცველი

ჩამოტვირთვა

სახალხო დამცველობის კანდიდატი ნინა ხატისკაცი, ომბუდსმენად არჩევის შემთხვევაში, პირველ რიგში 5-წლიან სტრატეგიას შეიმუშავებს. როგორც დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას ხატისკაცმა განაცხადა, იქნება ცვლილებები აქტივობებთან დაკავშირებით და გაიზრდება მოსახლეობის ინფორმირება. გარდა ამისა, ხატისკაცს მიაჩნია, რომ მთელი ქვეყანა უნდა გახდეს სახალხო დამცველი და ამ მიზნით თითოეულ სოფელშიც კი მოხალისე ომბუდსმენი დაინიშნება. ამასთან, ხატისკაცმა სახალხო დამცველის ბიუჯეტზეც ისაუბრა. მისი თქმით ომბუდსმენის ბიუჯეტი მცირდება, თუმცა მიაჩნია, რომ ბიუჯეტი, პირიქით, უნდა გაიზარდოს, მით უმეტეს, როდესაც ქვეყანაში პრიორიტეტი ადამიანის უფლებების დაცვა ხდება. ამასთან, ჟურნალისტებთან შეხვედრისას ხატისკაცმა იმაზეც ისაუბრა, თუ რამდენად უჭერს მხარს მის კანდიდატურას სამოქალაქო სექტორი. მისი თქმით, ვერ იტყოდა, რომ არის ხელისუფლების კანდიდატი, რადგან გარკვეული ორგანიზაციები უჭერენ მხარს. მათ შორის არიან ის ორგანიზაციებიც, რომლებიც თამარ გურჩიანის კანდიდატურას ემხრობოდნენ და ისინიც, რომლებსაც ამ პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები