1 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

დაპირისპირება თეთრიწყაროში

ჩამოტვირთვა

დაპირისპირება და ხმაური თეთრიწყაროს რაიონში - დღეს დილიდან პარალიზებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მუშაობა. "ქართული ოცნების" აქტივისტები დილიდან შენობის კარში ჩადგნენ და გამგეობის თანამშრომლებს შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე უმცირესობის წევრები მივიდნენ და მოპიკეტეებს სთხოვეს, გამგეობისთვის მუშაობის საშუალება მიეცათ. მოპიკეტეები უმცირესობის თხოვნას არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც ურთიერთშელაპარაკება მოხდა. უმცირესობის წევრები პოლიციას რეაგირებას სთხოვენ. რამდენიმე მათგანი ამ დროისთვის პოლიციის უფროსს ხვდება. "ქართული ოცნების" აქტივისტები მუნიციპალიტეტის შენობასთან დილიდან მივიდნენ. აქციის 50-მდე მონაწილე თეთრიწყაროს რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და 20-ვე სოფლის გამგებლის მოხსნას ითხოვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები