1 3 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გიორგი კალანდაძეს სასამართლომ უფლებამოსილება შეუჩერა

ჩამოტვირთვა

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, გენერალ გიორგი კალანდაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერა. ადვოკატების განცხადებით, პროცესი მხარეების მოსმენას ითვალისწინებს, თუმცა სასამართლომ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. დღეს გახდება ცნობილი, გაასაჩივრებს თუ არა კალანდაძის ადვოკატი განაჩენს სააპელაციო სასამართლოში. გაერთიანებული შტაბის უფროს გიორგი კალანდაძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას პოლიტიკოსების მხრიდან უკვე მოჰყვა პირველი შეფასებები. "ნაციონალური მოძრაობის" წევრ გიგი წერეთლის განცხადებით, ნატო-ს სამიტამდე ცოტა ხნით ადრე გადადგმული ეს ნაბიჯი საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება. მისი თქმით, არჩევნების შემდგომ საქართველოს ნატო-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობა მიეცა, ამ გადაწყვეტილებით კი ეს პროცესი გაჭიანურდება. გენშტაბის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეჩერებაზე კომენტარს "ქართული ოცნების" წევრი ელისო ჩაფიძეც აკეთებს. მისი განცხადებით, თავდაცვის სამინისტროში მსგავსი ტიპის დესტრუქციული გადაწყვეტილებების მიღება პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის ურთიერთობებს დაძაბავს, რაც საბოლოო ჯამში ზიანს ქართულ საზოგადოებას მოუტანს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები