პოლიტიკა
როლანდ ახალაია ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ
2012-11-12 12:47:18
ჩამოტვირთვა
როლანდ ახალაია ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ - ახალაია მთავარ პროკურორს ალასანიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართავს.
მიმართვაში ნათქვამია: "თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდში მიგზავნიდა ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს, ჯაბა იოსელიანის ახლო მეგობარსა და ხობის რაიონის "მხედრიონის" ყოფილ უფროსს, ადამიანთა გატაცებასა და სხვა სახის დანაშაულზე არაერთხელ მხილებულ პირს, თემურ გერგაიას.
ალასანია ჩემგან მოითხოვდა მოგებული არჩევნებიდან მომეხსნა ჩემი კანდიდატურა და გზა მისთვის დამეთმო, თუ არა და დაჭერით მემუქრებოდა. ასევე, მისი წინადადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, იმუქრებოდა ზუგდიდში სიტუაციის უკიდურესად გამწვავებით.
ჩემი მხრიდან მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, მეორე დღეს, 2012 წლის 3 ოქტომბერს ალასანიას ხელმძღვანელობით, დაიწყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ხალხის მასობრივი შემოყვანა და არეულობის მოწყობის მცდელობა. რომ არა ევროკავშირისა და ამერიკის ელჩის დროული რჩევა, სამოქალაქო დაპირისპირება და სამოქალაქო ომის პროვოცირება გარდაუვალი იყო.
გთხოვთ გამოძიების დაწყებას. აღნიშნულზე გამაჩნია მტკიცებულებები", - ნათქვამია ახალაიას მიმართვის ტექსტში.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია როლანდ ახალაიას მიმართვას ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში გამოეხმაურა. ალასანიას თქმით, ნებისმიერ ადამიანს აქვს სასამართლოსთვის მიმართვის უფლება. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, დაიწყება გამოძიება და სასამართლო ჭეშმარიტ დასკვნას გამოიტანს.
კომენტარები