მსოფლიო
ახალაიას ადვოკატებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს
2012-11-12 11:51:27
ჩამოტვირთვა
ბაჩო ახალაიას ადვოკატებმა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მიმართ წინასწარი პატიმრობის შეფარდება სააპელაციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრეს.
საქმე მიღებიდან 72 საათის განმავლობაში განიხილება. ადვოკატები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას უსაფუძვლოს უწოდებენ და აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს ან თავდებობის გამოყენებას ითხოვენ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაიას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა 9 ნოემბერს შეუფარდა.
კომენტარები