მსოფლიო
ახალაიას ოჯახი განცხადებას ავრცელებს
2012-11-12 11:44:53
ჩამოტვირთვა
ბაჩო ახალაიას ოჯახის წევრები საზოგადოების მისამართით განცხადებას ავრცელებენ. ყოფილი მინისტრის ოჯახი ბაჩო ახალაიას დაკავებას უსაფუძვლოს და ფაქტებს აბსურდულს უწოდებს.
"ეს გახლავთ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მიზანმიმართულად გავრცელებული საზოგადოებრივი აზრის დასაკმაყოფილებლად. სხვა შემთხვევაში დამოუკიდებელ მოსამართლეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ე.წ. "მასალების" საფუძველზე, რომელიც არაფერს რეალურს და სამართლებრივად ხელმოსაჭიდს არ შეიცავდა, იგი სასამართლო დარბაზიდან საერთოდ უნდა გაეთავისუფლებინა, ყოველგვარი თავდებისა და გირაოს გარეშეც კი", - ნათქვამია საზოგადოების მიმართ გაკეთებულ ბაჩო ახალაიას ოჯახის განცხადებაში.
კომენტარები