პოლიტიკა
ალასანია საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელებს შეხვდა
2012-11-11 15:01:30
ჩამოტვირთვა
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელებს შეხვდა. მათ შორის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული გიორგი კალანდაძეც იყო. გუშინ იგი ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა.
გენერალი გაერთიანებული შტაბის უფროსად რჩება და კონსტიტუციის თანახმად, ის ამ პოსტს მანამდე შეინარჩუნებს, სანამ მას თანამდებობიდან პრეზიდენტი არ გაათავისუფლებს.
თუმცა საუბარია იმაზეც, რომ, შესაძლოა, მას უფლებამოსილება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეუჩერდეს.
კომენტარები