მსოფლიო
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი გადადგა
2012-11-10 12:52:12
ჩამოტვირთვა
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი დევით პეტრეუსი გადადგა. განცხადება ამის შესახებ პრეზიდენტის სახელზე პეტრეუსმა ხუთშაბათს დაწერა, პარასკევს კი მისი მოთხოვნა დააკმაყოფილეს.
პეტრეუსის განცხადებაში, რომელიც მან საკუთარ თანამშრომლებს მისწერა ნათქვამია:
"37-წლიანი ოჯახური ცხოვრების შემდეგ მე სერიოზული შეცდომა დავუშვი და ოჯახის მიღმა სხვა ურთიერთობა მქონდა. ასეთი საქციელი მიუღებელია მეუღლისთვის და ჩვენი ორგანიზაციის ლიდერისთვის. დღეს დილით პრეზიდენტმა დააკმაყოფილა ჩემი გადადგომის მოთხოვნა".
პეტრეუსი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორად გასული წლის სექტემბერში დაინიშნა, მანამდე ის ავღანეთში ნატოს ძალების მეთაური იყო.
კომენტარები