მსოფლიო
გიორგი კალანდაძე გაათავისუფლეს
2012-11-10 12:19:29
ჩამოტვირთვა
გაერთიანებული შტაბის უფროსმა გიორგი კალანდაძემ გლდანის ციხის წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა. როგორც " კალანდაძის ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ განაცხადა, შტაბის უფროსმა საპყრობილე გირაოს - 20 ათასი ლარის გადახდის სანაცვლოდ გამთენიისას დატოვა.
გიორგი კალანდაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოში აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს თანხის გადახდა გუშინ შეეფარდა.
მას ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის შესაბამისად, რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას გულისხმობს.
კალანდაძე თავდაცვის სამინისტროში 7 ნოემბერს გამთენიისას დააკავეს.
კომენტარები