მსოფლიო
29 დეპუტატი ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძესა და ზურაბ შამათავას თავდებში უდგება
2012-11-09 15:01:13
ჩამოტვირთვა
29 დეპუტატი ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძესა და ზურაბ შამათავას თავდებში უდგება. ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან პარლამენტარმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომელიც ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესის დაწყებას აკაკი მინაშვილთან ერთად ელოდება.
როგორც წიკლაურმა აღნიშნა, ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას მიმართ დაწყებული პროცესები პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.
მისი განცხადებით, გიორგი კალანდაძის დაკავებით საქართველოს საგარეო იმიჯი მნიშვნელოვნად შეილახა და სწორედ ამას უკავშირდება ნატო-ს სამხედრო კომიტეტის დელეგაციის ვიზიტის გადადება საქართველოში.
წიკლაურის თქმით, მუხლი, რომლითაც ახალაიას ბრალი წაუყენეს, გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მეტი არგუმენტი არ გააჩნიათ.
კომენტარები