1 3 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალი გიორგი კალანდაძე დაკავებულია

ჩამოტვირთვა

გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალი გიორგი კალანდაძე დაკავებულია. მასთან ერთად დაკავებულია შეიარაღებული ძალების მე-4 ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა. იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, გიორგი კალანდაძეს ბრალი ედება ძალაუფლების გადამეტებაში. გიორგი კალანდაძე, მთავარი პროკურორის თანდასწრებით, თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში 7 ნოემბერს, 05.20 საათზე დააკავეს. ოფიციალური განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში 10.00 საათზე გაკეთდება. ამასთან, არაოფიციალური ინფორმაციით კი , კალანდაძისა და შამათავას დაკავება ბაჩო ახალიას მიერ მიცემული ჩვენების საფუძველზე მოხდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები