პოლიტიკა
გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალი გიორგი კალანდაძე დაკავებულია
2012-11-07 11:46:10
ჩამოტვირთვა
გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალი გიორგი კალანდაძე დაკავებულია. მასთან ერთად დაკავებულია შეიარაღებული ძალების მე-4 ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა.
იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, გიორგი კალანდაძეს ბრალი ედება ძალაუფლების გადამეტებაში.
გიორგი კალანდაძე, მთავარი პროკურორის თანდასწრებით, თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში 7 ნოემბერს, 05.20 საათზე დააკავეს.
ოფიციალური განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში 10.00 საათზე გაკეთდება.
ამასთან, არაოფიციალური ინფორმაციით კი , კალანდაძისა და შამათავას დაკავება ბაჩო ახალიას მიერ მიცემული ჩვენების საფუძველზე მოხდა.
კომენტარები