მსოფლიო
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაქ ობამა იმარჯვებს
2012-11-07 11:27:59
ჩამოტვირთვა
ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი, "დემოკრატიული პარტიის" კანდიდატი ბარაქ ობამა იმარჯვებს.
წინასწარი მონაცემებით, ბარაქ ობამამ ამომრჩეველთა კოლეეგიის 275 წევრის მხარდაჭერა მოიპოვა, რამაც მისი აშშ-ის პრეზიდენტად მეორედ არჩევა უზრუნველყო. ამერიკაში ამ დროისთვის საარჩევნო უბნები დახურულია, მაგრამ ოფიციალური შედეგები ჯერ არ გამოცხადებულა.
უცხოური მედიის ცნობით, ამომრჩეველთა ხმათა რაოდენობით მით რომნი ხმათა მინიმალური რაოდენობით უსწრებს ბარაქ ობამას, თუმცა, აშშ-ის არჩევნებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ამომრჩეველთა კოლეგიაში ძალთა თანაფარდობას ენიჭება.
ობამამ ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთ 275 მიიღო, ხოლო მით რომნიმ - 203.
ობამამ გაიმარჯვა საკვანძო შტატებში - ოჰაიოში, ფლორიდაში, ვირჯინიაში, აიოვასა და ორეგონში და მასაჩუსეტის შტატში.
საკანონმდებლო ორგანოში ძალთა თანაფარდობა არ შეიცვლება. "დემოკრატიული პარტია" სენატში უმრავლესობას ინარჩუნებს. წარმომადგენლობით პალატაზე კონტროლს "რესპუბლიკელები" შეინარჩუნებენ.
კომენტარები