1 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ბაჩო ახალაიას ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. რის შემდეგაც სასამართლო მისთვის წინასწარი პატიმრობის საკითხზე იმსჯელებს. ამ დროისთვის ახალაია შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. შს ყოფილი მინისტრი იზოლატორში პროკურატურის მიერ ოთხსაათიანი დაკითხვის შემდეგ, დაახლოებით 01:00 საათზე მოათავსეს. ის გუშინ ღამითვე მისმა ადვოკატმა დავით დეკანოიძემ მოინახულა. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურამ ახალიას დაკავება ორი ეპიზოდის გამო გადაწყვიტა. ბაჩო ახალიას 2011 წელს, თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნისას, თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან. ადვოკატის თქმით, პროკურატურა ბაჩო ახალაიას, სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, 6 თანამშრომლისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავება. ერთ-ერთი ბრალდება კი ყოფილი სამხედროს ჩვენებას უკავშირდება. „ჯარისკაცი ყვება, რომ ბაჩო ახალია მას დამლაგებლის ფუნქციების შესრულებით ემუქრებოდა“,- განაცხადა დეკანოიძემ. ახალაია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის III ნაწილის საფუძველზე გუშინ დააკავეს, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები