1 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პროკურატურა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მიცემულ ჩვენებებს გაასაჯაროებს

ჩამოტვირთვა

მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, პროკურატურაში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა მიმართ, უფლებამოსილების გადამტების ფაქტზე, რომელიც გათვალისწინებულია სსკ-ის 333-ე მუხლით, გამოძიება მიმდინარეობს. კბილაშვილის განცხადებით, გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ 2011 წლის ოქტომბერში, ბაჩო ახლაიამ გაერთიანებული შტაბის უფროსთან - გიორგი კალანდაძესთან და ზურაბ შამათავასთან ერთად, მინისტრის კაბინეტში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 6 სამხედრო მოსამსახურეს. ერთ-ერთ მათგანს კი ახალაიამ დანის ტარი ჩაარტყა. პროკურორის ინფორმაციით, ამ ინციდენტის შემდგ, სამხედროები ვაზიანში დისლოცირებულ მეოთხე ბრიგადაში გადაიყვანეს, სადაც მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა კვლავ მიაყენეს. “დაკავებულებს ბრალი ჯერ არ წარდგენიათ და ეს კანონით გათვალისწინებულ ვადებში მოხდება. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვინაიდან დიდია ინტერესი აღნიშნულ საქმეზე, მოწმეთა ჩვენებები საჯარო გავხადოთ”,- განაცხადა კბილაშვილმა. მისივე თქმით, შესაძლოა მომავალში სხვა თანამდებობის პირთა დანაშაულიც გამოიკვეთოს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები