1 3 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ბაჩო ახალაიას ადვოკატის კომენტარი

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის III ნაწილის საფუძველზე დააკავეს, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს , - ამის შესახებ პროკურატურასთან მყოფ ჟურნალისტებს ახალაიას ადვოკატმა დავით დეკანოიძემ განუცხადა. თუმცა, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, გამოძიება მიმდინარეობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით. რაც შეეხება თავად ბაჩო ახალაიას, ის რამდენიმე წუთის წინ პროკურატურიდან პოლიციის თანამშრომლებმა გაიყვანეს. ადვოკატს არ დაუკონკრეტებია, თუ სად მოხდა მისი გადაყვანა. ადვოკატის განმარტებით, დაკითხვისას შეკითხვები ძირითადად შეეხებოდა ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდს.საუბარი იყო თანამშომლებისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებზე, სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლების ფაქტებზე და ამ მხრივ უფლებამოსილების გადამეტებაზე, რაც ადვოკატის თქმით, ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები