1 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

უმცირესობის წევრები ბაჩო ახალაიას მიმართ გამოძიების დაწყებას ცილისმწამებლურ კამპანიას უწოდებენ

ჩამოტვირთვა

პროკურატურის შენობასთან იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, ნუგზარ წიკლაური, აკაკი მინაშვილი,თეა თუთბერიძე და სხვები. საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაურმა ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "პოლიტმეტრში" საუბრისას განაცხადა, რომ ბაჩო ახალაიას მიმართ სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით გამოძიების დაწყება ირაკლი ალასანიას მხრიდან პოლიტიკურ შურისძიებაა. მისივე თქმით, საქართველოში დაბრუნების თაობაზე ახალაიას გადაწყვეტილება ქვეყნის ახალ ისტორიაში "გამორჩეული პოლიტიკური ნაბიჯია". რაც შეეხება აკო მინაშვილსა და თეა თუთბერიძეს, ისინი ახალაიას წინააღმდეგ აღძრულ საქმეს ქართული ოცნების მხრიდან ცილისმწამებლურ კამპანიას უწოდებენ. საქართველოს მთავარ პროკურატურაში ბაჩო ახალაიას მოწმის სტატუსით დაკითხვა ამ დრომდე მიმდინარეობს .

კომენტარები

მსგავსი სიახლეები