1 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ბაჩო ახალაიას ინტერესებს ადვოკატი დავით დეკანოიძე დაიცავს

ჩამოტვირთვა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ბაჩო ახალაიას დაკითხვის პროცესს მისი ადვოკატიც ესწრება. რამდენიმე წუთის წინ მთავარ პროკურატურაში ადვოკატი დავით დეკანოიძე შევიდა. მას ჟურნალისტებთან არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია . გარდა ამისა, პროკურატურის შენობასთან ამ დრომდე იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, ნუგზარ წიკლაური, აკაკი მინაშვილი და სხვები. როგორც აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების და ბაჩო ახალაიას მეგობრების ინიციატივა იყო, რომ ახალაიასთან ადვოკატი შესულიყო, მიუხედავად იმისა, რომ პირადად მას ეს არ მოუთხოვია და თავდაპირველად ის პროკურატურის შენობაში მარტო, ადვოკატის გარეშე მივიდა. ბაჩო ახალაიას დაკითხვის პროცესი მთავარ პრკურატურაში 20.30 საათიდან მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები