1 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ბაჩო ახალაია პროკურატურაში ადვოკატის გარეშე მივიდა

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადდა . ახალაია პროკურატურის შენობაში რამდენიმე წუთის წინ შევიდა. მანამდე კი მან ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მზად არის პასუხი გასცეს ყველა დასმულ შეკითხვას და მას შემდეგ, რაც დაიბარეს, პროკურატურაში გამოცხადდა. ბაჩო ახალაია მთავარ პროკურატურაში ადვოკატის გარეშე გამოცხადდა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით. საგამოძიებო ქმდებების ფარგლებში, დღეს, 20:30 საათზე, მთავარ პროკურატურაში, მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დაბარებულია ბაჩანა ახალაია. მას შესაბამისი უწყება გადაეცა. საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დამატებით ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები