1 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ქართული ოცნების" ლიდერებს აჭარის რეგიონში შემავალი რაიონების გამგებლები ადანაშაულებენ

ჩამოტვირთვა

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერებსა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს რეგიონში შემავალი რაიონების გამგებლები ზეწოლაში ადანაშაულებენ. გამგებლებმა ამის შესახებ საგანგებო განცხადება ბათუმში არჩილ ხაბაძესთან პირველი სამუშაო შეხვედრის შემდეგ გააკეთეს. მათი განცხადებით, შეხვედრის დასრულების შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ პირდაპირ მიანიშნა, რომ მათ თანამდებობები ნებაყოფლობით დატოვონ. გამგებლები ამ ფაქტს ადგილობრივ თვითმმართველობაზე პირდაპირ ზეწოლად აფასებენ. ზეწოლაზე საუბრობს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეც. მისი განცხადებით, საკრებულოს წევრებზე მიმდინარეობს პირდაპირი ზეწოლა, რათა მათ დატოვონ ფრაქცია "ნაციონალების" რიგები, რაც "ქართულ ოცნებას" საშუალებას მისცემს ხელისუფლებაში ქალაქ ბათუმის თვითმმართველობაშიც მოვიდნენ. ზეწოლის ფაქტს კატეგორიულად უარყობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. არჩილ ხაბაძის განცხადებით, თანამდებობების ნებაყოფლობით დატოვების მინიშნებას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები