1 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიას, სავარაუდოდ, გიორგი ვოლსკი უხელმძღვანელებს

ჩამოტვირთვა

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიას,სავარაუდოდ, გიორგი ვოლსკი უხელმძღვანელებს. ახალი მოწვევის პარლამენტში აღნიშნული კომისიის შექმნისა და მისი თავმჯდომარედ დანიშვნის საკითხს ხუთშაბათს გამართულ ბიუროს სხდომაზე განიხილავენ. გიორგი ვოლსკის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით საუბარი იყო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტის ბიურომ უნდა მიიღოს. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია 2005 წლიდან ფუნქციონირებს. წინა მოწვევის პარლამენტში მას შოთა მალაშხია ხელმძღვანელობდა. თუმცა ვოლსკის თქმით, ეს კომისია ძირითადად ფორმალურ ხასიათს ატარებდა და პროგრამული მიმართულებით არ მოქმედებდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები