1 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პროკურატურა ბაჩო ახალაიას დაკითხვაზე დაიბარებს

ჩამოტვირთვა

მთავარი პროკურატურა ყველა იმ ბრალდებასა და ინფორმაციაზე, რომელიც ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებითაა გავრცელებული, გამოძიებას დაიწყებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა . მისივე განმარტებით, აქედან გამომდინარე ბაჩო ახალაია დაკითხვაზე აუცილებლად იქნება დაბარებული. "პროკურატურის მოვალეობაა, მედიაში გავრცელებულ და ზოგადად საზოგადოებაში არსებული განცხადებები შეისწავლოს, გამოძიება აწარმოოს და თუკი დანაშაულის ნიშნები დადასტურდება, კონკრეტული შედეგი დააყენოს. რაც შეეხება ახალაიას, მასთან დაკავშირებით ბევრი განცხადება და ინფორმაცია არსებობს. რა თქმა უნდა, დაიწყება მათი შესწავლა და დამუშავება, თუმცა საზოგადოებრივი აზრი, რომ ის დამნაშავეა და არ შეიძლება ქუჩაში დადიოდეს, საზოგადოებრივი აზრია, პროკურატურა კი კონკრეტული მტკიცებულების საფუძველზე უნდა მოქმედებდეს. ის, რომ ბაჩო ახალაიას დაკითხვაზე დაბარება დიდი ალბათობით მოსალოდნელი იქნება, რასაკვირველია, ეს შეიძლება ითქვას", - განაცხადა კბილაშვილმა. ამასთან, მთავარი პროკურორის განმატებით, აღნიშნულის გარდა, დაიწყება ყველა იმ საქმის თავიდან შესწავლა, რომელთანაც ყოფილი ხელისუფლების წევრების, მათ შორის ახალაიას კავშირის შესახებ საზოგადოებაში მოსაზრებები არსებობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები