მსოფლიო
პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 9 მილიონ ლარამდე შემცირდა
2012-11-06 12:43:42
ჩამოტვირთვა
2013 წლის ბიუჯეტის პროექტით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 14 160 000 ლარიდან 9 230 000 ლარამდე შემცირდა.
ბიუჯეტის პროექტის თანახმად, რომელიც ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, გასული წლის მსგავსად, 600 000 ლარია გათვალისწინებული საჯარო სამსახურის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაზე.
როგორც 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, გადაიხედა სამინისტროების ბიუჯეტები და შემცირდა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიც.
ბიუჯეტის პროექტს, რომელიც პარლამენტში გუშინ შევიდა, საკანონმდებლო ორგანო მიმდინარე კვირას განიხილავს.
კომენტარები