მსოფლიო
აშშ-ში რამდენიმე საათში საარჩევნო უბნები გაიხსნება
2012-11-06 12:41:29
ჩამოტვირთვა
რამდენიმე საათში ამერიკის შეერთებულ შტატებში საარჩევნო უბნები გაიხსნება. ხმის მიცემის პროცესისთვის ქვეყანაში უკვე ყველაფერი მზადაა.
ქვეყნის ხელისუფლებამ გამონაკლისი დაუშვა და იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქარიშხალ “სენდის“ შედეგად დაზარალდნენ, ხმის მიცემა მეილით და ფაქსითაც შეეძლებათ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება "მოამბის" გადამღები ჯგუფი.
ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. ამომრჩეველთან უკანასკნელ შეხვედრებს მართავენ ბარაკ ობამა და მით რომნი. დღეს ისინი იმ შტატების მონახულებას აგრძელებენ, რომელთაც გადაწყვეტილება საკუთარ არჩევანთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არ მიუღიათ.
სწორედ ამ შტატებზე იქნება დამოკიდებული არჩევნების ბედი. მით რომნი ფლორიდაში ჩავიდა,სადაც უმნიშვნელო პროცენტული მაჩვენებლით ლიდერობს, შემდეგ კი ვირჯინიას ეწვია. დაგეგმილია ვიზიტი ოჰაიოშიც.
ოჰაიოში ჩავიდა ბარაკ ობამაც. იქამდე კი "დემოკრატმა" კანდიდატმა როკ-მუსიკოს ბრიუს სპრინგსტინთან ერთად ვისკონსინში გამართა შეხვედრა.
კომენტარები