1 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გახდება თუ არა გია მაისაშვილი თსუ–ს რექტორი?

ჩამოტვირთვა

ქართულ პოლიტიკაში პერიოდული გამოჩენებით ცნობილი ეკონომისტის გია მაისაშვილის ფიგურამ საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ მიიქცია: ამჯერად, ეკონომისტი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობას გეგმავს. გახდება თუ არა გია მაისაშვილი უნივერსიტეტის რექტორი, „აიტივი“ ამის გარკვევას შეეცადა. როგორც ცნობილია, უკვე რამდენიმე დღეა, რაც სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გია მაისაშვილ თსუ-ს რექტორობა შესთავაზეს. თავად გია მაისაშვილმაც დაადასტურა, რომ ახალმა ხელისუფლებამ მას უნივერსიტეტის სათავეში ჩადგომა სთხოვა. "თსუ კავკასიის ჰარვარდად უნდა ვაქციოთ. ეს კი სამი იმართულებით უნდა მოხდეს. უნდა გაძლიერდეს აკადემიური სწავლება და უნივერსიტეტის ბაზაზე უნდა შეიქმნას საწარმოები, სადაც სტუდენტები პრაქტიკებს გაივლიან. იქ უნდა მივიდეს ჩვეულებრივი ბავშვი და 4 წლის მერე გახდეს "ოქროს ბავშვი" – განაცხადა ექსპერტმა. გია მაისაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პატარა ქვეყნაში ეკონომიკისა და საზოგადოების განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს, თსუ კი სტაგნაციას განიცდის, მას კი სურვილი აქვს თსუ კავკასიის ჰარვარდად გადააქციოს. რამდენიმე დღის წინ მასმედიასთან შეხვედრისას, მაისაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „სტაგნაციაში მყოფი პოლიტიზირებული უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასაც აქვს თანამდებობის დატოვების სურვილი, რაც არ დაადასტურეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი საგანგებო განცხადებას ავრცელებს: "რექტორის თანამდებობის დაკავების სურვილი გამოხატა გია მაისაშვილმაც. ამასთან, მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ თანამდებობის დატოვებას აპირებს უნივერსიტეტის დღევანდელი ხელმძღვანელობა. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და საკითხი უნივერსიტეტის დღის წესრიგში არ დგას. თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი აკადემიურმა საბჭომ 2010 წლის 27 დეკემბერს 4 წლის ვადით აირჩია" “აიტივისთვის“ ცნობილი გახდა, რომ გია მაისაშვილი დღეს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში აპირებდა მისვლას, სტუდენტებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრის მიზნით, თუმცა, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზის გამო მაისაშვილი უნივერსიტეტში აღარ მივიდა. რას ფიქრობენ თავად სტუდენტები მაისაშვილის კანდიდატურასა და მოსალოდნელ ცვლილებაზე, ამ შეკითხვით „აიტივი“ სტუდენტებს მიმართავს. გახდება თუ არა „მომავლის პარტიის“ დამაარსებელი თსუ–ს რექტორი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები