პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა
2012-11-05 18:05:18
ჩამოტვირთვა
განახლდება თუ არა მერიის სოციალური პროგრამები, ვინ დაფინასებს სამომავლოდ ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამას, როდის მიიღებს 600 ათასი მოქალაქე კუთვნილ შეღავათებს და ვისი პასუხისმგებლობის დაყენებას აპირებს ხელისუფლება ამ პროგრამის გამო - დღეს ამ და სხვა შეკითხვებს მაესტროს პრესკლუბში ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე პასუხობდა. ამის შემდეგ კი ერთი საათის განმავლობაში მინისტრის მოადგილეს კონკრეტული ციფრების და პრობლემების მოგვარების კონკრეტულ გეგმებზეც თავის შეკავებამ მოუწია. თუმცა ებრალიძე მერიის სოციალური პროგრამების უკან მდგომ 600 ათას ადამიანს დახმარებას დაჰპირდა. როგორ, როდის ან რა ფორმით აპირებს სახელმწიფო დაზარალებულების დახმარებას, დღეს ამ თემაზე მინისტრის მოადგილეს არ უსაუბრია, თუმცა თქვა, რომ არ არის გამორიცხული ახლო მომავალში ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზები დადგინდეს და დამნაშავეებიც დაისაჯონ. კონკრეტულად ვისი პასუხისმგებლობის დაყენებას აპირებს ხელისუფლება? დღეს ებრალიძემ ამ კითხვასაც უპასუხა.
კომენტარები