მსოფლიო
პარლამენტში დღეს 2013 წლის ბიუჯეტი უნდა შევიდეს
2012-11-05 12:21:27
ჩამოტვირთვა
პარლამენტში დღეს 2013 წლის ბიუჯეტი უნდა შევიდეს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს 2 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე განუცხადა, სადაც ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.
როგორც ხადურმა აღნიშნა, ბიუჯეტში გამოიძებნა რესურსები, რათა "ქართული ოცნების" ყველა წინასაარჩევნო დაპირება შესრულდეს.
ამასთან, მინისტრის განმარტებით, არ იგეგმება კადრების მნიშვნელოვანი შემცირება და დაფინანსების შემცირება შეეხება მხოლოდ ისეთ პროექტებს, რომელთა საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს.
"კერძოდ, აღარ ავაშენებთ ქუთაისში პარლამენტს და ამაზე 340 მილიონს აღარ დავხარჯავთ. არ ავაშენებთ "ანბანის კოშკს" და კაფეებს, რაზეც არაერთი ასეული მილიონი ლარია დახარჯული. გავაგრძელებთ მიმდინარე პროექტებს, თუმცა ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა არ იგეგმება. ამავდროულად ფინანსთა სამინისტრომ თავისი დაფინანსება 10%-ით შეამცირა", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
მისივე ინფორმაციით, ბიუჯეტში გაჩნდება დანართი, რომელშიც გაიშიფრება "სხვა ხარჯები".
როგორც ხადურმა აღნიშნა, აქამდე "სხვა ხარჯები" მილიონს აჭარბებდა და საზოგადოებისთვის უცნობი იყო, თუ რას მოიცავდა კონკრეტულად ეს მუხლი.
ამასთან, ნოდარ ხადურის ინფორმაციით, ბიუჯეტი 8 მილიარდზე მეტია.
კომენტარები