1 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბარაქ ობამამ და მიტ რომნიმ საარჩევნო კამპანიები დაასრულეს

ჩამოტვირთვა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებმა კვირას საკუთარი საარჩევნო კამპანიები დაასრულეს. ობამა ნიუ ჰემპშირს, ფლორიდას, ოჰაიოს და კოლორადოს ეწვია, რომნიმ კი - აიოვა, ვირჯინია, ოჰაიო და პენსილვანია მოიარა. ”ჯერი თქვენზეა, გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ. თქვენ, თქვენი არჩევნით მოგიწევთ განსაზღვროთ ამ ქვეყნის მომავალი ათწლეულობის განმავლობაში”,- განუცხადა ობამამ ნიუ ჰემპშირში შეკრებილ 14000 მხარდამჭერს. რაც შეეხება მიტ რომნის, რესპუბლიკელთა კანდიდატმა ჩვეულ სტილს ამჯერადაც არ უღალატა და პრეზიდენტი ობამა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. რომნის აზრით, ობამამ არ შეასრულა საკუთარი დაპირება ცვლილებების შესახებ. ”თუ ნამდვილი ცვლილება გსურთ, მაშინ თქვენს წინაშეა კაცი, რომელსაც ამის განხორციელება შეუძლია”, -განუცხადა მან მხარდამჭერებს. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ხვალ, 6 ნოემბერს გაიმართება. გამოკითხვათა უმრავლესობა კანდიდატების შანსებს თანაბრად აფასებს, ნაადრევად მიცემული ხმების შედეგებით კი ჯერჯერობით ბარაქ ობამა ლიდერობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები