1 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რუსეთი საქართველოს ახალი მთავრობისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება

ჩამოტვირთვა

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად ექსპერტ ზურაბ აბაშიძის დანიშვნის შემდეგ მოსკოვი თბილისისგან, ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით, კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება, - ამის შესახებ “რია ნოვოსტის” რუსეთის საგარეო უწყების სპეციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განუცხადა. “პროგნოზების გაკეთება აბაშიძის საქმიანობასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, უადგილოა. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ აბაშიძეს ჩვენთან კარგად იცნობენ ელჩად მუშაობის პერიოდიდან. ისიც კარგად იცნობს რუსეთს”, - აღნიშნა ლუკაშევიჩმა. მისი თქმით, მოსკოვი აქცევს ყურადღებას თბილისის განცხადებებს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და შესაბამის საკადრო დანიშვნებს. “თუმცა ჩვენ საქართველოს ახალი მთავრობისგან პირველ რიგში, კონკრეტულ ნაბიჯებს ველოდებით”, - განაცხადა ლუკაშევიჩმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები