1 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვახტანგ კაპანაძე გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა

ჩამოტვირთვა

ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ დღეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გააკეთა. ალასანიას თქმით, გადაწყვეტილება პრეზიდენტთან, როგორც ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალთან უკვე შეთანხმებულია. მინისტრის განცხადებით, გიორგი კალანდაძე ამ ეტაპზე პოსტს შეინარჩუნებს და გაერთიანებული შტაბის უფროსად დარჩება. ვახტანგ კაპანაძე 2008 წლიდან დღემდე საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. მას სხვადასხვა დროს მაღალი თანამდებობები ეკავა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში. 2004 წელს კაპანაძეს გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაც ეკავა. თავდაცვის მინისტრის თქმით, ვახტანგ კაპანაძეს ასევე გამოცდილება აქვს დიპლომატიურ და სამეცნიერო სფეროშიც. იგი დაჯილდოებულია ღირსების და ვახტანგ გორგსასლის მესამე ხარისხის ორდენით. აერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილის წარდგენას გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძეც ესწრებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები