1 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე იქნება

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად ექსპერტი, რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ზურაბ აბაშიძე წარადგინა. როგორც კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს და დაალაგოს ურთიერთობა ყველაზე დიდ მეზობელთან. დღესვე პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს პერიოდში რუსეთთან კულტურული და სავაჭრო ურთიერთობები აღდგება. დიპლომატიური ურთიერთობების მოგვარებას კი ივანიშვილი შორეულ პერსპექტივად აღიქვამს. პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია, როდის ან ვისთან გამართავს პირველ შეხვედრებს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლი ზურაბ აბაშიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები