1 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სასამართლოს შინაგანაწესის დარღვევისთვის მოქალაქე 200 ლარით დაჯარიმდა

ჩამოტვირთვა

თბილისის საქალაქო სასამართლო საგანგებო განცხადებას ავრცელებს. 2012 წლის 31 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე დასწრების მიზნით ეწვია, ნასვამ მდგომარეობაში სტუდენტი ვლადიმერ არევაძე. მას სასამართლოს ცენტრალურ შესასვლელთან მანდატურებმა სასამართლოს შინაგანაწესით გაწერილი უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით შემოწმების გავლა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა მოსთხოვეს, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა. არაერთგზის მოტხოვნის მიუხედავად არევაძე არ დაემორჩილა მანდატურის კანონიერ მოტხოვნას, რის შემდეგაც მოქალაქეს სასამართლოს შენობა დაატოვებინეს. საქმის განმხილველი მოსამართლის ნებართვით მოქალაქე ვლადიმერ არევაძე დასვებულ იქნა სასამართლო პროცესზე და გაემარტა სხდომის დარბაზისკენ, სადაც მას უნდა გაევლო შემოწმება და ცაებარებინა ტელეფონი. თუმცა, მოქალაქე ამჯერადაც არ დაემორჩილა მანდატურის კანონერ მოთხოვნას და ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია მას, სიტყვიერად შეურაცყოფდა მანდატურებსა და სასამართლოს, რაც დასტურდება თვითმხილველთა ჩვენებებით. ცადენილი ქმედების გათვალისწინებით მანდატურებმა მიმარტეს კანონით გათვალისწინებულ პროცედურას და მიუხედავად ფიზიკური წინააღმდეგობისა, დააკავეს მოქალაქე და გამოიძახეს საპატრულო პოლიცია მისი ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმების მიზნით. ალკოტესტის მონაცემებით დასტურდება, რომ მოქალაქე იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ტავმჯდომარის განკარგულებით ვლადიმერ არევაძე სასამართლოში წესრიგის დარღვევისთვის დაჯარიმდა 200 ლარის ოდენობით. განკარგულება არ საცივრდება – ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები