პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ საკუთარი საარჩევნო პროგრამის წინააღმდეგ
2012-10-31 17:26:02
ჩამოტვირთვა
ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთი საარჩევნო დაპირება შეცვალა: პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ თინა ხიდაშელი ინიშნება. კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის მე-7 გვერდის, მარცხენა ბოლო აბზაცში აშკარად წერია, რომ„პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა მთავრობისა და სხვა სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის კონტროლი. კონტროლის ერთ-ერთი მძლავრი მექანიზმი კი არის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიმე მნიშვნელოვან მოვლენასა თუ მაღალი რანგის თანამდებობის პირის მოქმედებაში კანონის დარღვევის ნიშნების არსებობისას. იმისათვის, რომ ამ დროს საპარლამენტო უმრავლესობამ ხელი ვერ შეუშალოს საგამოძიებო კომისიის შექმნას და საქმის ობიექტურად გამოძიებას (ამის საფრთხე კი ყოველთვის არსებობს, ვინაიდან, ჩვეულებრივ, ეს პირები მმართველი გუნდის წევრები არიან), პარლამენტი ვალდებული უნდა იყოს, შექმნას ასეთი კომისია, თუ ამას მოითხოვს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის სულ ცოტა ერთი მეხუთედი.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ამ პროგრამის მიხედვით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე საპარლამენტო უმცირესობის (არა უმრავლესობის) წარმომადგენელი უნდა იყოს. რაც ნიშნავს, რომ საგამოძიებო კომისიას, ამ პროგრამის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა უნდა უხელმძღვანელოს. ხოლო კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი არ უნდა იყოს კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. რატომ ეწინააღმდეგება „ქართული ოცნება“ თავისივე საარჩევნო პროგრამას – ამ შეკითხვით „აიტივიმ“ ამ პროგრამის ერთ–ერთ ავტორს ვახტანგ ხმალაძეს მიმართა.
თინა ხიდაშელმა კი „აიტივისთან“ სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ სამომავლოდ ოცნება ამ პროექტს განახორციელებს.
რას ფიქრობს საპარლამენტო უმცირესობა, აპირებს თუ არა ოცნების ქმედებათა გაპროტესტებას, ამ კითხვაზე „აიტივის“ ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით საყვარელიძე პასუხობს.
შეუსრულებს თუ არა „ქართული ოცნება „ ხალხს საარჩევნო დანაპირებებს ამას მომავალი გვიჩვენებს, ამ ეტაპზე ფაქტია, რომ ივანიშვილის გუნდი თავისივე პროგრამას ეწინააღმდეგება.
კომენტარები