1 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რკინიგზელების პროტესტი გრძელდაბა

ჩამოტვირთვა

ხელფასების მომატება და რკინიგზის შიდა პრობლემების მოგვარება – ასეთია რკინიგზელთა მოთხოვნების ნუსხა. საკითხი აქტუალობას არ კარგავს, თუმცა, როგორც ირკვევა სხვადასხვა ძალები ცდილობენ რკინიგზელთა საკითხებით მანიპულირებას. დღეს, პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე ადამიანმა რკინიგზელთა სახელით წერილობით მიმართა და შეხვედრა სთხოვა, თუმცა აღსანიშნავია, რომ განცხადებას კონკრეტულ პირთა ხელმოწერები თან არ ახლდა, შესაბამისად, გაურკვეველია, სახელმწიფო კანცელარიის წინ მისული რამდენიმე პირის გარდა, უერთდებიან, თუ არა მას რეალურად რკინიგზის თანამშრომლები. ყრუაშვილის ქმედებით უკმაყოფილოა საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი. პეტრიაშვილი აცხადებს, რომ ყრუაშვილს პროფკავშირების სახელით მოქმედების უფლება არ აქვს და იგი პირადი მიზნებისთვის იყენებს მას. გია ყრუაშვილის ქმედებათა უკანონობაზე საუბრობენ რკინიგზის დეპარტამენტის წარმომადგენლებიც. მათივე განცხადებით, ყრუაშვილი „თავისუფალი საქართველოს“ კახა კუკავას პარტიის წევრია, რომელიც წლების განმავლობაში ალიკ–ბაზარისგან მიღებული შემოსავლებით იკვებებოდა. როგორც პროფკავშირის, ასევე რკინიგზის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რამდენიმე ადამიანით დაკომპლექტებულ ჯგუფს არ აქვს უფლება რკინიგზელთა სახელით ისარგებლონ. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირებისა და რკინიგზის დეპარტამენტის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ რკინიგზას ამ ეტაპზე გარკვეული პრობლემები აქვს და მათი გადაჭრის გზები მოსაძებნია; თუმცა, ერთხმად აცხადებენ, რომ კონკრეტული ადამიანების მხრიდან სიტუაციით სარგებლობის საშუალებას არავის მისცემენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები