პოლიტიკა
სასჯელაღსრულების სამინისტროში ცხელი ხაზი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს
2012-10-30 15:11:55
ჩამოტვირთვა
სასჯელაღსრულების სამინისტროში დღეიდან ცხელი ხაზი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. ამასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი დღეს სასჯელაღსრულების მინისტრის პირველმა მოადგილემ გიგა გიორგაძემ გამართა. გიორგაძის თქმით, 24-საათიანი რეჟიმში იმუშავებს ცხელი ხაზი: 577 22-29-46. სამუშაო დღეებში კი, მოქალაქეებს, 10:00-დან 18:00 საათამდე ქალაქის ნომერზე: 2 25-70-47 დარეკვა შეეძლებათი.
დღესვე, როგორც გიგა გიორგაძემ ჟურნალისთებთან განაცხადა, დაიწყებს მუშაობას მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც პირობით სასჯელებს განიხილავს. მინისტრის მოადგილის თქმით, ამ დროისთვის 40 000-ზე მეტი პრობაციონერია და მათ, რომელთაც აღარ სჭირდებათ განსაკუთრებული კონტროლი, პირობითი მსჯავრი მოეხსნებათ.
კომენტარები