მსოფლიო
პარლამენტს ცხრა ახალი დეპუტატი ეყოლება
2012-10-30 12:50:21
ჩამოტვირთვა
პარლამენტს ცხრა ახალი დეპუტატი ეყოლება. საკანონმდებლო ორგანოში ახალი წევრების შესვლა მთავრობის დაკომპლექტების შემდეგ გახდა საჭირო.
ახალ დეპუტატებს შორის პარტია "თავისუფალი დემოკრტების" წევრი გიორგი ცაგარეიშვილი, თამაზ შიოლაშვილი, "რესპუბლიკური პარტიის" წევრი ფრიდონ საყვარელიძე და კოალიცია "ქართული ოცნების" ექვსი წარმომადგენელი იქნება.
მინისტრებად დანიშნულ ყოფილ დეპუტატებს პარლამენტი უფლებამოსილებას 7 ნოემბერს შეუწყვეტს, რის შემდგომაც ახალი წევრების სია ცესკო-ს გადაეგზავნება. სავარაუდოდ, ახალ დეპუტატებს 9 ნოემბერს, პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ.
კომენტარები