1 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვლადიმერ სანაკოევი საქართველოში ბრუნდება

ჩამოტვირთვა

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ყოფილი წევრი და მოძრაობა "კოკოითი ფანდარასტის" დამფუძნებელი, ვლადიმერ სანაკოევი საქართველოში დაბრუნებას აპირებს. როგორც სანაკოევმა ტელეკომპანია "მაესტროსთან" საუბარში განაცხადა, ის თბილისში ჩამოსვლას ნოემბერში გეგმავს. მისი თქმით, ის საქართველოში დაბრუნებას სექტემბერში აპირებდა, თუმცა მაშინ ვერ შეძლო. სანაკოევის განცხადებით, მას უნდა ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან შეხვედრა, ასევე სურს რეინტეგრაციის საკითხებში ახალ სახელმწიფო მინისტრთან, პაატა ზაქარეიშვილთან ტელე-დებატებში მიიღოს მონაწილეობა. ამასთან, სანაკოევის განცხადებით, ერთი პირადი საქმეც აქვს მოსაგვარებელი. "ეს ეხება თბილისში, ჩემთვის ბინის უკანონოდ ჩამორთმევას, რომელიც პეკინის 45-ში მდებარეობს", - განაცხადა სანაკოევმა. ვლადიმერ სანაკოევმა "კოკოითი ფანდარასტი" 2008 წელს დააფუძნა და ერთ-ერთი აქტიური აქტივისტიც იყო. სანაკოევი საქართველოდან რუსეთში 2010 წელს გაიქცა. გაქცეულმა სანაკოევმა საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველოში ყოფნის პერიოდში რუსული სპეცსამსახურების დავალებას ასრულებდა. რამდენიმე თვის წინ ვლადიმერ სანაკოევმა ქართული მხარისგან ჟენევის მოლაპარაკებებში დამოუკიდებელი ექსპერტის სტატუსით მონაწილეობა მოითხოვა, თუმცა მის წინადადებას დადებითი გამოეხმაურება არ მოჰყოლია. როგორც ვლადიმერ სანაკოევი ამბობს, ის 2 წელია ვლადიკავკაზში ცხოვრობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები