1 5 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აჭარის მთავრობის ახალ ხელმძღვანელს დღეს დაამტკიცებენ

ჩამოტვირთვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა დღეს, 12:00 საათზე დაინიშნა. სხდომაზე მთავრობის ახალ თავმჯდომარეს დაამტკიცებენ. საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ არჩილ ხაბაძის კანდიდატურა უკვე წარადგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ქვეყნის პირველმა პირმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიმართა. "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტკიცებლად წარმოგიდგენთ არჩილ ხაბაძის კანდიდატურას”, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის მიმართვაში. არჩილ ხაბაძე "ქართუ ბანკის" აჭარის ფილიალს ხელმძღვანელობდა. მისი კანდიდატურა კვირას, აჭარის ახალი უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები