მსოფლიო
ბიძინა ივანიშვილმა ბარაკ ობამასგან წერილი მიიღო
2012-10-29 16:25:45
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ს პრეზიდენტისგან წერილი მიიღო. ამის შესახებ ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე მან პირადად გადასცა პრემიერს ბარაკ ობამას წერილი.
რიჩარდ ნორლანდს წერილის შინაარსი არ დაუკონკრეტებია და აღნიშნა, რომ ამას თავად ბიძინა ივანიშვილი გააკეთებს.
შეხვედრა ელჩსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის ცოტა ხნის წინ შედგა. რიჩარდ ნორლანდმა შეხვედრის ფარგლებში კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.
კომენტარები